კოალიცია ქართული ოცნება

ბერძენიშვილი: მეჭიაური ერთი იუმორისტული წარმონაქმნია პარლამენტში

მართალი გითხრათ, ჩვენ მაინც ცალკე გავდივართ არჩევნებზე და გინდა დაუჭერია პრემიერმინისტრს მხარი, გინდა არა მაგრამ, თვითონ მას თუ უნდა პოლიტიკაში ყოფნა, უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, ეს მისი პარტიის და შიდა დისციპლინის საკითხია. არის იგი ავტორიტეტი? მეჭიაური ერევა თუ ვერა? ეს მისი პრობლემაა, ჩვენი პრობლემა არ არის, ჩვენ არ გვჭირდება მისი მხარდაჭერა ნამდვილად ვიცი, არანაირი თვალსაზრისით არაფერს არ მოგვცემს ეს პოლიტიკურად... მიწებებულებში მეჭიაურმა საკუთარი თავი იგულისხმოს იმიტომ, რომ ჩვენ გუშინ არ დავბადებულვართ. მისაწებებლად მაინც და მაინც მომხიბვლელი პარტია ვერ არის ჩვენი პარტნიორი. ძალიან ძვირი ფასი დაადო თავის თავს. ვინ არის მეჭიაური ბოლოს და ბოლოს - ერთი იუმორისტული წარმონაქმნია საქართველოს პარლამენტში. ასეთები ყოფილან, მოსულან, წასულან. არავითარი მნიშვნელობა მის არსებობას პოლიტიკაში არ აქვს. არ მითხრას ვინმემ, რომ რაიმე გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესზე. ამიტომ, მე არ ვიცი, რატომ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ მეჭიაურის წასვლა-წამოსვლაზე.

რესპუბლიკელების წევრი ლევან ბერძენიშვილი დეპუტატ თამაზ მეჭიაურთან დაპირისპირებაზე.

კომენტარები