კოალიცია ქართული ოცნება

მეჭიაური: დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ ხელის ბიჭები არ ვართ

ტაბულა

"დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ ხელის ბიჭები არ ვართ" - ასე ფიქრობს ქართული ოცნების დეპუტატი თამაზ მეჭიაური. მისივე თქმით, თუ რესპუბლიკელებსა და მას შორის კონფლიქტი რესპუბლიკელების სასარგებლოდ გადაწყდება, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის გარეშე იყრის კენჭს. ის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთანაც აპირებს შეხვედრას. დეპუტატმა რუსთავი 2-თან ისაუბრა.

"თუ პრემიერი ბერძენიშვილების შანტაჟის ქვეშ მოექცევა, მზად ვარ, არ შევუქმნა პრობლემა. ძალიან რთული არჩევანი იქნება - მე თუ ისინი. კონსულტაციების ჩავატარებ, რადგან მართლა არაა ეს ადვილი. იმათი მხარის დაჭერა კატასტროფაა საბოლოოდ, პოლიტიკური კარიერის კრახია. მეორეს მხრივ, აქეთ დადგომა დასავლეთთან დალაგებულ სიტუაციას აურევს. მე ჩემი ქვეყნის მტერი კი არ ვარ. შევეცდები, ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომ, ერთის მხრივ, ქვეყანას არ ვუღალატო(არ შეიძლება, შენს ამომრჩეველს მოატყუო), მეორეს მხრივ, ის, რა მიღწევებიც აქვს დასავლეთში პრემიერს, არ გადავაბაროთ სხვას და გააგრძელოს ამ მიმართულებით. თუმცა, დასავლეთმაც უნდა გაიგოს, რომ ხელის ბიჭები არ ვართ. ბიძინა ივანიშვილსაც ალბათ შევხვდები უახლოეს ხანში. თუ არადა წავალ და პარტიის გარეშე ვიყრი კენჭს მაჟორიტარად", - თქვა მეჭიაურმა.

კომენტარები