კოალიცია ქართული ოცნება

მეჭიაური: ბიძინა ივანიშვილს შევხვდები უახლოეს ხანში

თუ პრემიერი ბერძენიშვილების შანტაჟის ქვეშ მოექცევა, მზად ვარ, არ შევუქმნა პრობლემა. ძალიან რთული არჩევანი იქნება - მე თუ ისინი. კონსულტაციების ჩავატარებ, რადგან მართლა არაა ეს ადვილი. იმათი მხარის დაჭერა კატასტროფაა საბოლოოდ, პოლიტიკური კარიერის კრახია. მეორეს მხრივ, აქეთ დადგომა დასავლეთთან დალაგებულ სიტუაციას აურევს. მე ჩემი ქვეყნის მტერი კი არ ვარ. შევეცდები, ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომ, ერთის მხრივ, ქვეყანას არ ვუღალატო(არ შეიძლება, შენს ამომრჩეველს მოატყუო), მეორეს მხრივ, ის, რა მიღწევებიც აქვს დასავლეთში პრემიერს, არ გადავაბაროთ სხვას და გააგრძელოს ამ მიმართულებით. თუმცა, დასავლეთმაც უნდა გაიგოს, რომ ხელის ბიჭები არ ვართ. ბიძინა ივანიშვილსაც ალბათ შევხვდები უახლოეს ხანში. თუ არადა წავალ და პარტიის გარეშე ვიყრი კენჭს მაჟორიტარად

ქართული ოცნების წევრი თამაზ მეჭიაური რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები