თამაზ მეჭიაური

მეჭიაური: გვიან ვინც წაიღო ტერიტორიები, აგრესორია და ცოტა ადრე მეგობარი?

ხშირად ვსაუბრობთ მეგობარ ქვეყნებზე... და რომელია ჩვენი მეგობარი? ასეთი ცნება მე არც კი ვიცი. რაც კი ოდესმე წაუღია ჩვენი, იმას თუ დაგვიბრუნებს, შეიძლება, დავარქვათ მეგობარი, მაგრამ როდესაც წაღებულს ყველა ძალიან კარგად იყენებს და კიდევ უფრო მეტზე უჭირავს თვალი, კიდევ აქეთ იყურება, გვედავება პირდაპირ თუ ირიბად, შანსი ახლა არ აქვს, მაგრამ სამომავლოდ რომ არ დაკარგოს, რაღაცას ლავირებს პოლიტიკურად, ის ჩემთვის მეგობარი არაა. მეგობარს თუნდაც ერთი ნაგლეჯი თუ აქვს წაღებული, ის მეგობარი არაა. და კიდევ, აი, გვიან ვინც წაიღო ტერიტორიები, ის აგრესორია და ცოტა ადრე რომელმაც წაიღო, ის - მეგობარი. უნდა არსებობდეს ერთი სტანდარტი და ამის მიხედვით მოხდეს სიტუაციის გადაფასება

ქართული ოცნების წევრი თამაზ მეჭიაური sazogadoeba.ge-სთან ინტერვიუში.

კომენტარები