კოალიცია ქართული ოცნება

მეჭიაური: ყველაზე ლოგიკური იქნება, რესპუბლიკელები გათავისუფლდნენ პოსტებიდან

რესპუბლიკელები, ფაქტობრივად, სატელიტ პარტიად რომ იყენებდნენ ქართულ ოცნებას, აიღეს ნახევარზე მეტი ხელისუფლება და ახლა იგივეს აგრძელებენ. თუ ეს ხელისუფლება გაიზიარებს ამ ორი მკვდარი პოლიტიკოსის [დავით და ლევან ბერძენიშვილების] აზრს და გაემიჯნება იმ ძალებს, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ ხალხთან შეხება და ხალხის სათქმელს ამბობენ და დაიტოვებენ ისეთ მარგინალებს, როგორებიც ესენი არიან - პოლიტიკოსები ბრჭყალებში, მაშინ თავის თავს გაუკეთებენ დისკრედიტაციას. მე თვითონ რა მინდა მაშინ იქ, სულ არ მჭირდება ვინმეს გარიცხვა. თუ კვირიკაშვილი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ დღესვე გაათავისუფლებს მათ [რესპუბლიკელებს] თანამდებობებიდან, ეს ყველაზე ლოგიკური იქნება. მე მას არ შევუქმნი პრობლემებს, რომ ჩემი გარიცხვა/არ გარიცხვის საკითხზე მოუწიოს მსჯელობამ და მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილება. მე მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვისაც მისაღებია.

ამბობს დეპუტატი თამაზ მეჭიაური. დავით ბერძენიშვილმა გუშინ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გარიცხოს თამაზ მეჭიაური პარტიიდან.

კომენტარები