საქართველოს ნატოში გაწევრიანება

კობახიძე: მე არ მესმის რას მოითხოვენ ბატონი ბიძინასგან

 ბატონი ბიძინა პოლიტიკაში აღარ არის, ის არის საზოგადოების წევრი, რომელიც ძალიან აქტიურად გამოხატავს თავის მოსაზრებებს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება NATO- სთან დაკავშირებულ თემას, 2012 წელს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაფუძნდა ქართული ოცნება, როგორც კოალიცია, რომლის ლიდერიც და დამფუძნებელიც გახდა ბატონი ბიძინა. იმ დროს ძალიან მკაფიოდ გაკეთდა მნიშვნელოვანი გზავნილები საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, რომ NATO- ში ინტეგრაცია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის მნიშვნელოვანი ამოცანა. მე არ მესმის რას მოითხოვენ ბატონი ბიძინასგან.

პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

კომენტარები