საქართველო-რუსეთი

სესიაშვილი ჯანელიძესა და ლავროვზე: ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის

ტაბულა

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრას დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა. გაზეთ კვირის პალიტრასთან საუბარში მიხეილ ჯანელიძემ არ გამორიცხა, რომ "შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. სესიაშვილის თქმით, ეს არ უნდა იყოს "შეხვედრა შეხვედრისთვის".

"ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორი ასეთი შეხვედრა იგეგმება, ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად შესაძლებლობაზე, რომ შედგეს დიალოგი საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, თუმცა, არა "შეხვედრა შეხვედრისთვის". მთავარი და ერთადერთი თემა შეიძლება, იყოს ოკუპაცია და დეოკუპაციისკენ მიმართული და გადადგმული ნაბიჯები. ამიტომ, ის რაც მიხეილ ჯანელიძემ თქვა, უფრო მეტად შესაძლებლობაა. ოკუპანტთან დიალოგის წარმოება მხოლოდ იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს, თუ მინიმუმ არ გვეცოდინება, რომ ეს სახელმწიფო აღიარებს მის მიერ ჩადენილ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას, ალბათ, არ იქნება სწორი", - თქვა სესიაშვილმა.

კომენტარები