ბოტანიკური ბაღი

მერიასთან ენმ აქციას მართავს

ტაბულა

დედაქალაქის მერიის შენობასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავს და ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარის გაყიდვას აპროტესტებს. აღნიშნული ტერიტორია ესაზღვრება იმ 4ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანია ფინსერვისმა შეიძინა. ენმ-ის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები ეჭვობენ, რომ ეს მიწის ნაკვეთიც ყოფილ პრემიერმინისტრს გადაეცა.

აუქციონი 17:00 საათზე დასრულდა. ნაკვეთი 6,326,495 ლარად გაიყიდა. აუქციონზე ჯერჯერობით ქონების მფლობელის ვინაობა მითითებული არაა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო, მან ქონების საწყის ფასთან ერთი ბიჯი გააკეთა. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწის გასხვისების მიზანს იქ მრავალსართულიანი სასტუმროსა და ბიზნესკომპლექსის მოწყობა წარმოადგენს.

მყიდველის ვინაობა 15 დღეში გახდება ცნობილი. 

კომენტარები