ევროკავშირი-თურქეთი

ევროკომისია თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოვა

europa.eu

BBC-ის ცნობით, ევროკომისია თურქეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოსვლას აპირებს.

უვიზო რეჟიმის დაწესება თურქეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების ნაწილია, რომლის თანახმადაც, თურქეთმა უვიზო რეჟიმის მისაღებად ის მიგრანტები უნდა მიიღოს უკან, რომლებიც ეგეოსის ზღვით საბერძნეთში ჩავიდნენ.

ამას გარდა, თურქეთს ევროკავშირის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც მოუწევს. მისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება კი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ.

როგორც BBC-ის ანალიტიკოსი აღნიშნავს, ევროკავშირის მთავარი კრიტერიუმები სიტყვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, უმცირესობების უფლებების დაცვა იქნება. ანალიტიკოსისვე თქმით, თურქეთი ამ მოთხოვნებს ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს.

ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ, მათი აზრით, უვიზო რეჟიმის გარეშე თურქეთი ლტოლვილების მიგრაციას არ გააკონტროლებს.

ევროკომისია ინიციატივას, სავარაუდოდ, დღეს შეიტანს.

კომენტარები