ევროკავშირი-თურქეთი

მერკელი: თურქეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა სერიოზულად გაართულა ჩვენი ურთიერთობები

AFP/Getty Images

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ბუნდესთაგში სიტყვით გამოსვლისას, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ თურქეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები გაართულა.

"რეფერენდუმმა, რა თქმა უნდა, სერიოზულად გაართულა გერმანია-თურქეთისა და ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობები. ევროკავშირის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადავდგამთ. გერმანიის მთავრობას სურს, რომ ევროპულ ინსტიტუტებს ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ. თურქეთის შიდაპოლიტიკური სიტუაციის განვითარება ევროკავშირისგან რეაქციას საჭიროებს", - თქვა მერკელმა.

გარდა ამისა, მერკელმა თურქეთს მოუწოდა გაითვალისწინოს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მათ მიმართ გაჟღებული კრიტიკა.

კომენტარები