ევროკავშირი-თურქეთი

ერდოღანი: ევროკავშირი თურქეთისთვის სანდო პარტნიორი არ არის

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ევროკავშირი გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხებას იმის გამო ცდილობენ, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა თურქეთს ზურგი იმის გამო აქცია, რომ "ერდოღანმა მთელს მსოფლიოს ევროგაერთიანების მანკიერი მხარე დაანახა".

ამას გარდა, ერდოღანმა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარებაც არ გამორიცხა. მისი თქმით, თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების პროცესის შეფერხება იმას ადასტურებს, რომ ევროკავშირი თურქეთის სანდო პარტნიორი არ არის.

კომენტარები