არჩევნები 2016

ხუხაშვილი: ენმ-ის ამოცანა არა გამარჯვება, არამედ ხელისუფლების დამარცხებაა

ვფიქრობ, რომ "ნაცმოძრაობის" მიზანი არ არის არჩევნების მოგება. მათ მშვენივრად ესმით, რომ არჩევნების მოგების რესურსი მათ საკმაოდ შეზღუდული აქვთ. არ აქვთ ზრდის პოტენციალი. ამიტომ, მათ გამოკვეთეს ნეგატიური ამოცანა, ანუ დისკრედიტაციის გზით ხელისუფლების დამარცხება. "ნაციონალების" ამოცანა არჩევნებში არა გამარჯვება, არამედ ხელისუფლების დამარცხებაა. მათი აქტიურობის პროპაგანდისტური და პოლიტტექნოლოგიური ხაზი ამაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში მათ სრულიად კონკრეტული და პრაგმატული ამოცანა აქვთ. მათ იციან, რომ ხელისუფლების დასუსტებით არაფერი ემატებათ. "ნაციონალებს" უნდათ ვითარება მიიყვანონ იქამდე, რომ ხელისუფლებამ არჩევნებზე ვერ მიიღოს საკმარისი მხარდაჭერა. ანუ, მისი ლეგიტიმურობა დადგეს ეჭვქვეშ. უნდა ითქვას, რომ "ნაციონალები" ამ ამოცანას საკმაოდ კარგად ართმევენ თავს.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ინტერპრესნისუთან ინტერვიუში.

კომენტარები