ბოტანიკური ბაღი

მელია: საქმე გვაქვს დანაშაულებრივ ჯაჭვურ რეაქციასთან, ამას კომიკური სახე აქვს

ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში იყო ეს 10 ჰექტარი, თუმცა იყო იმ სტატუსით, რა სტატუსის თანახმადაც ვერანაირ სამშენებლო სამუშაოებს იქ ვერასოდეს ვერ წარმართავდა და მეტიც, გარდა იმისა, რომ ის იყო ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონაში და აქტიური გამწვანების ზონაში, ამის გარდა სპეციალური ხელშეკრულებაა დადებული დედაქალაქის მერიასთან, რომ იქ ვერასოდეს ვერავინ ვერ აწარმოოს სამუშაოები. აი, მარტივად რომ ავხსნა - დავუშვათ მოეხსნა იმ ზონას, სადაც ეხლა არის საუბარი, იმ 10 ჰექტარზე, მიმდებარე ტერიტორიას, დავუშვათ, 20 ჰექტარს მოეხსნა სტატუსი და ის აღარ არის ლანდშაფტურ-რეკრეაციული და თუნდაც რეკრეაციული, სადაც შეიძლება მარტო პანსიონატი ჩაიდგას. ივანიშვილს, დღეს არსებული ხელშეკრულებით ამ 10 ჰექტარზე მაინც არ შეუძლია რაიმე სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელოს. ამიტომ, ამის გათვალისწინებით, ნარმანიამ თურმე 21 აპრილს გამოსცა უკვე სპეციალური ბრძანება, რისი მეშვეობითაც გასცა უფლება, რომ იქ ააშენოს ივანიშვილმა, რაც მას სურს. მაგრამ სამართლებრივად, დღეს, ხვალ რომ მოისურვოს ივანიშვილმა იმ 10 ჰექტარზე რაიმეს აშენება, მაინც ვერ შეძლებს და ძალიან მარტივად, ჩვენ სასამართლო წესით ამ განზრახვას წინ აღვუდგებით. ხელშეკრულებაა სახეზე, ხელშეკრულება გვაქვს, რისი მიხედვითაც ივანიშვილმა პირობა დადო ხელშეკრულების საფუძველზე, რომ ვერასოდეს ვერაფერს ვერ ააშენებს. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 2007 წელსაც გაიცა, არ არის სწორი. ეს არ იყო ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, ეს იყო მიმდებარე ტერიტორია. ამიტომ, მე ვფიქრობ, საქმე გვაქვს მთელ რიგ დანაშაულებრივ ჯაჭვურ რეაქციასთან, რომელმაც შეიძინა, ერთი მხრივ კომიკური და მეორე მხრივ, აღმაშფოთებელი სახე

ენმ-ის წევრი ნიკა მელია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები