ბოტანიკური ბაღი

ელისაშვილი ბოტანიკურ ბაღზე: ეს გადაწყვეტილება ქალაქის საზიანოდაა მიღებული

საერთოდ ძალიან ძნელია ბიძინა ივანიშვილის სურვილების გაშიფვრა, რაზეა ის დამოკიდებული, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ამოუცნობია. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ აი, ამ რუკას, თბილისის კონკრეტულად ამ ტერიტორიას რომ დახედოთ და ვიზუალური ხაზი გაავლოთ, მისი საცხოვრებელი სახლი, GDS, პანორამა თბილისი, ეს 10 ჰექტარი თავისი 4 ჰექტრის მონაცვლეობით და ეს 30 ჰექტარი, რომელიც აუქციონზეა გამოტანილი - ეს არის ის ტერიტორია, რომელიც ალყაში აქცევს ბოტანიკური ბაღის სამხრეთ ნაწილს. თუ სადმე ვარაუდის სახით შეიძლებოდა გვემსჯელა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაფართოებაზე, ამაზე ახლა უკვე ლაპარაკი ზედმეტი იქნება, იმიტომ, რომ კერძო მესაკუთრის ტერიტორია საზღვრავს ბოტანიკური ბაღის კონტურს. რატომ სჭირდება ეს ყველაფერი, რისთვის არის გამიზნული, რა დასაბუთება არსებობს, თუნდაც ეკონომიკური მისთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, ჩემთვის ეს გაუგებარი თემაა და მე ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. მე ერთადერთი ვიცი ის, რომ ეს გადაწყვეტილება ქალაქის საზიანოდ არის მიღებული

თბილისის ჰამქარის თავჯდომარე ცირა ელისაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა

კომენტარები