ბოტანიკური ბაღი

აბესაძე: ივანიშვილს სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს აშენების უფლება მიეცა

ტერიტორია გასხვისდა ხაზგასმით მშენებლობის უფლების გარეშე და აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ხელისუფლების ჯიბეში ჩასმის შემდგომ, ახლა 2016 წლის მარტში, ბიძინა ივანიშვილს მიეცა უფლება დაარღვიოს ასე ვთქვათ მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, მის მიერ აღებული ვალდებულება იმ 10 ჰექტარ მიწაზე, მშენებლობის უფლების გარეშე, მხოლოდ რეკრეაციული ზონის განვითარებაზე ეზრუნა, ანუ ხე-ნარგავების მოვლა-პატრონობის უფლება ჰქონდა მას მარტო და დღეს უკვე საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს მიეცა უფლება ამ სამართლებრივ ვალდებულებას გვერდი აუაროს და იქ აწარმოოს სასტუმროს მშენებლობა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე

კომენტარები