რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრემიერი: საამაყოა, რომ რუსეთის მოქალაქეთა მიმართ არასდროს ყოფილა ზიზღი

რაც შეეხება ჩვენი და რუსეთის ურთიერთობას გეტყვით, რომ იმ შეიარაღებული კონფლიქტების მიუხედავად, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა წინააღმდეგ არასდროს ყოფილა ზიზღი და აგრესია და ეს საამაყოა. უკიდურესად სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ორი ისტორიული მხარე ოკუპირებულია, საკმაოდ დიდი სირთულეებია კონფლიქტის ხაზის მიმდებარე სოფლებში. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთსა და მის მიერ აღიარებულ ამ ტერიტორიებს შორის არის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებები. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა, თუმცა ჩვენს მთავრობას ამ მდგომარეობის ნორმალიზება სურს. რუს და ქართველ ხალხს შორის ისტორიული ურთიერთობები გვაქვს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობა ვერ ნორმალიზდება მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული იქნება.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ილინოისის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები