ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში რ2-ის საქმეზე შეშფოთებაა გამოთქმული

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის ყოველწლიურ მოხსენებაში საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ანგარიშში შეშფოთებაა გამოხატული ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, გაკრიტიკებულია საქართველოს კანონმდებლობა შეკრების თავისუფლების უფლების "არასპონტანურობის" გამო, ასევე საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეძლო, 17 მაისს აქციის მონაწილეთა უფლებები დაეცვა.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეშფოთება გამოთქვა ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. მოსამართლემ შეცვალა მაუწყებლის მენეჯმენტი და დროებითი მმართველები დანიშნა.

...2015 წლის 27 მარტს თურქეთმა მიიღო შიდა უსაფრთხოების აქტი, რომელიც პრაქტიკაში ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, ასევე აღსანიშნავია საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც არ იძლევა "სპონტანური" შეკრებების გამართვის ნებართვას.

...ზოგიერთი ქვეყნის ხელისყფლებამ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა დემონსტრანტები ძალადობისგან. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ვერ შეძლეს, ადეკვატურად დაეცვათ 17 მაისის აქციის მონაწილე პირები თავდასხმებისგან", - წერია ანგარიშში.

კომენტარები