ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში

ბერძენიშვილი: ტორბიორნ იაგლანდის შენიშვნები მედიაზე სამართლიანია

ტაბულა

რესპუბლიკელების წევრი ლევან ბერძენიშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მოხსენებას ეხმაურება, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. ანგარიშში შეშფოთებაა გამოხატული ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, გაკრიტიკებულია საქართველოს კანონმდებლობა შეკრების თავისუფლების უფლების "არასპონტანურობის" გამო, ასევე საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეძლო, 17 მაისს აქციის მონაწილეთა უფლებები დაეცვა.

"ბატონი იაგლანდი არის პირუთვნელი, მიუკერძოებელი, ჩვენი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობილი, ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტი, ამიტომ, ყველაფერს, რასაც ის იტყვის, ყველა კონკრეტულ შემთხვევას ძალიან ყურადღებით შევისწავლით. იდენტობის შემთხვევები ვიცი, რა და როგორ იგულისხმება, რა თქმა უნდა, აქ გვაქვს სამუშაო. მედიაზე რა შენიშვნებიც არის, სამართლიანია და ვიცით, რა და როგორ გვაქვს სამუშაო. მადლობა ღმერთს, იქ ისე წერია, რომ გვაძლევს შანსს, რაღაცა გამოვასწოროთ. იქ არ არის შეფასება და განაჩენი გამოტანილი, იქ ნათქვამია, სად შეიძლება იყოს შეცდომა დაშვებული და რისი გამოსწორება შეიძლება, რაც ნამდვილად გასათვალისწინებელია", - თქვა ბერძენიშვილმა.

კომენტარები