ბოტანიკური ბაღი

ივანიშვილი: სააკაშვილს ვუთხარი, როგორ ვიკადრებ, რომ ბოტანიკური ბაღი გავითავისო

სააკაშვილი ხშირად მირეკავდა და გახშირებულად დაიწყო რეკვა თბილისის ბოტანიკურ ბაღზე, მერე ბათუმიც მოაბა მაგას. ვერ გავიგე, რა უნდოდა დიდხანს და მერე მკვახედ ვკითხე - რა გინდა მეთქი, რომ გამაწვალა - რამდენიმე ზარი ზედმეტად გააკეთა... გასხვისება უნდოდა, ერთის თუ მეორის, ვერ გავიგე, რომლის გასხვისება უნდოდა თუ რაღაც გეგმები ჰქონდა. მე ვუთხარი, რომ ეს არის საერთო მოხმარების და არ შეიძლება ამაზე საერთოდ საუბარი და მე მაგ საუბარში არ შემოვალ. მოკლედ, კიდევ გადმორეკვა და შემდეგი ზარები და მითხრა, ბოლო-ბოლო რა გინდაო, ერთერთი აირჩიეო, ერთი შენი იყოს, ერთი ჩვენი იყოსო. რა უნდა იყოს ჩემი, ან თქვენი რა უნდა იყოს [მეთქი]. გინდა თბილისის აირჩიე, გინდა ბათუმისო... მე ვუთხარი, მაგას როგორ ვიკადრებ, რომ ბოტანიკური ბაღი გავითავისო. მერე მეორე კუთხიდან მიუდგა, გადმომირეკა, რომ ჩვენ გვინდა მაგის პრივატიზაცია და შენც თუ მიიღებ პრივატიზაციაში მონაწილეობასო. მე ვუთხარი, მე არ მივიღებ, მაგრამ თუ შევხედე, რომ უხეშად რაღაცას აკეთებთ, რომ ამან ფუნქცია შეიძლება დაკარგონ, ასეთ შემთხვევაში მივიღებ, ვიყიდი, მაგრამ იმ წუთშივე ისევ სახელმწიფოს დავუბრუნებ საჩუქრად.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ფილმში - ლირიოდენდრონი, 2016 წლის თებერვალი.

კომენტარები