ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ სირიაში ამბოხებულთა დასახმარებლად დამატებით 250 ჯარისკაცს აგზავნის

AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰანოვერში, საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე განაცხადა, რომ აშშ სირიაში დამატებითი ჯარების გაგზავნას აპირებს. ობამას თქმით, კონფლიქტის ზონაში, ამბოხებულების დასახმარებლად დამატებით 250 სამხედრო პირი გაიგზავნება. მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები ამბოხებულებს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში დაეხმარებიან. ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები მათ ტრენინგებს ჩაუტარებენ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ოპერაციის მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი სუნიტი არაბის ქურთ ამბოხებულებთან შეერთებას შეუწყონ ხელი.

კომენტარები