გზების დეპარტამენტი

25-26 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში 25 და 26 აპრილს, ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და ელექტრო-მექანიკური სისტემების სამუშაოები ტარდება. ამის გამო, 25 და 26 აპრილს, ღამის 00:00 საათიდან, 07:00 საათამდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

”სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე განხორციელდება”, - აცხადებს გზების დეპარტამენტი. 

კომენტარები