IRI-ის კვლევა

IRI: რესპუბლიკურ პარტიას ხმას 1% მისცემდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, რესპუბლიკურ პარტიას გამოკითხულთა მხოლოდ 1% მიოსცემდა ხმას.

კითხვაზე, "იმ შემთხვევაში, თუ მხარეები დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე, ვის მისცემდით ხმას" - რესპუბილკურ პარტიას 1% ასახელებს, პატრიოტთა ალიანსს - 4%, ლეიბორისტულ პარტიას - 8%, თავისუფალ დემოკრატებს - 11%, პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდს - 12%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 18%, ხოლო ქართულ ოცნებას - 19%.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა კვლევა 2016 წლის 12 მარტი - 2 აპრილის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხულია 1500 ადამიანი.

კომენტარები