მობილური ტელეფონი

ლარის გაუფასურების გამო საქართველოში მობილურების გაყიდვები 27%-ით შემცირდა

digitaltrends.com

2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია $26.7 მილიონის ღირებულების მობილური ტელეფონები, რაც გასულ წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია. მობილურიების იმპორტის შემცირება ლარის გაუფასურებას უკავშირდება, რის გამოც მოსახლეობა უცხოური საქონლის შესყიდვისგან უფრო მეტად იკავებს თავს.

ლარის დევალვაციის გამო მთელი რიგი პროდუქტები და მომსახურება, მათ შორის სმარტფონები და ინტერნეტ ვაჭრობა გაძვირებულია. მობილურებთან ერთად დაახლოებით 6%-ით შემცირებულია თითქმის ყველა კატეგორიის საქონლის იმპორტი. 

საქსტატის ცნობით, 2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე მობილურებთან ერთად 14%-ით შემცირებულია კომპიუტერების იმპორტიც, რომელმაც წელს $12.8 მილიონი შეადგინა. 

კომენტარები