შეზღუდვები გზებზე

დღეს სამტრედიის ქუჩიდან მირცხულავამდე მოძრაობა დროებით გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს 15:00-დან საღამოს 21:00 საათამდე დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. შეზღუდვა აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს უკავშირდება.

მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოები თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები