კრიმინალი

ქრთამის აღების ბრალდებით, სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი გიორგი გვენეტაძე დააკავა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა და გამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით დაუწესა 300 ლარის გადახდა. ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი 150 ლარი. დაკავებისას გიორგი გვენეტაძე შეეცადა გაქცევას და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დაჯახება/დაზიანებას, რაც თავიდან იქნა აცილებული, დევნის პროცესში მან ა. წუწუნავას ქუჩაზე ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა რკინის ბოძს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები