არჩევნები 2016

მენაბდე: პრეზიდენტმა უხერხულ სიტუაციაში ჩაიყენა თავი

პრეზიდენტმა უხერხულ სიტუაციაში ჩაიყენა თავი - მან იმ პირობებში გამოაცხადა საარჩევნო კამპანიის დაწყება, როდესაც ჯერ ბოლომდე არ იყო გარკვეული ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოს რეგულირებები, არ იყო ნათელი - რა ვალდებულებები წარმოიშვებოდა, საარჩევნო კომისიას რა პასუხისმგებლობა დააწვებოდა და ა.შ. მთელი რიგი პრობლემების წინაშე დავდექით, რაც, ერთი მხრივ, არის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმართაობის ბრალი, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკური მოთამაშეების მიერ ამ ვითარების არასათანადო ანალიზის ბრალი.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებაზე. კერძოდ, დღეს პრემიერმა პრეზიდენტს განკარგულება შენიშვნებით უკან დაუბრუნა. გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, არჩევნების თარიღი ისეთ დროს წარადგინოს, რომ "გამოქვეყნება დაემთხვეს 8 ივლისს, რათა 3 თვე იყოს წინაასარჩევნო პერიოდის ვადა".

კომენტარები