არჩევნები 2016

ნაცვლიშვილი: ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების საფრთხე არსებობს

წინასაარჩევნო კამპანია როდის უნდა დაიწყოს, ამას არ განსაზღვრავს არც პრეზიდენტი და არც პრემიერი, ამას განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. სწორედ ამიტომ იყო პრობლემა, როდესაც პრეზიდენტმა თავისი განკარგულებით განსაზღვრა არა მხოლოდ არჩევნების ჩატარების დღე, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღეც და აქ იყო სწორედ სამართლებრივი პრობლემა და ორაზროვნება. ამიტომ, თუ პრემიერმინისტრის მოსაზრებებს და მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს პრეზიდენტი, რაც მისი უფლებაა - გააკეთოს ან არ გააკეთოს, მაშინ ამ გზით შესაძლებელია აღმოიფხვრას ბუნდოვანება, დაიზოგოს სახელმწიფო რესურსი და, ამავე დროს, პროცესი დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოში. არსებობს იმის საფრთხე, რომ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მაგრამ შეიძლება, კამპანიის და არჩევნების ჩატარების დღის გარეშეც დაეწყო ხელისუფლებას გარკვეული აქტივობების განხორციელება, რაც მიზანმიმართული იქნებოდა იმისკენ, რომ წინასწარ მოეგო ამომრჩევლის გული.

საია-ს თამჯდომარე ანა ნაცვლიშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებაზე. კერძოდ, დღეს პრემიერმა პრეზიდენტს განკარგულება შენიშვნებით უკან დაუბრუნა. გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, არჩევნების თარიღი ისეთ დროს წარადგინოს, რომ "გამოქვეყნება დაემთხვეს 8 ივლისს, რათა 3 თვე იყოს წინაასარჩევნო პერიოდის ვადა".

კომენტარები