NDI-ის კვლევა

რატიანი: 2%-ანი სხვაობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არის პირველ ადგილზე

15%-იანი სამთავრობო პარტია ნიშნავს იმას, რომ მათ ფაქტობრივად ამომრჩეველი და მხარდამჭერი აღარ ჰყავთ, გარდა ადმინისტრაციული რესურსისა. 15% არის სუფთა ადმინისტრაციული რესურსი და მეტი არაფერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ოქტომბერში ჩვენ ამ ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ და გავაგრძელებთ განვითარებას. ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ეს აჩვენა ამ გამოკვლევებმაც. მთავარი პრობლემა არის ეკონომიკური კრიზისი, რომლიდანაც ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი და ეს გამოსავალი არსებობს, გეგმა არსებობს იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს განვითარება. რაც შეეხება რეიტინგების არდაჯერებას, ნუ, შეიძლება, მეცნიერს აქვს მეცნიერული მეთოდი, არის ავტორიტეტული ორგანიზაცია. შეიძლება, ვარსკვლავებზე და ყავაზე მარჩიელობა ვიღაცისთვის არის უფრო სარწმუნო, შეუძლიათ, ამ მიმართულებით გააგრძელონ კვლევა. სრულიად ცალსახაა, როდესაც 2% არის სხვაობა მთავარ ოპოზიციურ ძალასა და სამთავრობო გუნდს შორის, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია არის პირველ ადგილზე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი NDI-ის კვლევაზე.

კომენტარები