NDI-ის ანგარიში

NDI: გადაწყვეტილი ამომრჩევლის 29% - ქართული ოცნება, 27% - ენმ, 10% - თავდემები

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გადაწყვეტილი სავარაუდო ამომრჩევლის 29% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, ხოლო 27% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. გადაწყვეტილი ამომრჩევლის 10% თავისუფალ დემოკრატებზე აკეთებს არჩევანს, 6% - ლეიბორისტულ პარტიაზე, ხოლო 5% - პატრიოტთა ალიანსზე. 

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, 3%-ზე ნაკლები მიიღო გირჩმა, ახალმა მემარჯვენეებმა, საქართველოს გზამ, ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებულმა ოპოზიციამ და თავისუფალმა საქართველომ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

---

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

კომენტარები