NDI-ის ანგარიში

NDI: არჩევნებში მონაწილეთა 17% - ქართული ოცნება, 14% - ენმ, 6% - თავდემები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, იმ გამოკითხულთა 17%, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, პირველ არჩევნად ასახელებს ქართულ ოცნებას, ხოლო 14% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. თავისუფალ დემოკრატებს 6% მისცემდა ხმას, ლეიბორისტულ პარტიას - 3%, პატრიოტთა ალიანსს - 3%.

მათი 36%, ვინც არჩევნებზე მისვლას აპირებს, პასუხობს, რომ არ იცის, ვის მისცემს ხმას. 

აღსანიშნავია, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 66% სავარაუდოდ მიიღებდა მონაწილეობას, 34% - სავარაუდოდ, არ მიიღებდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

---

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

კომენტარები