NDI-ის კვლევა

კობახიძე: NDI-მ რომ კვლევა აშშ-ში ჩაატაროს, შეიძლება უკმაყოფილოები იქაც იყვნენ

მე არ ვთვლი, რომ NDI-ის კვლევა არის ის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ უნდა ავეწყოთ და ეს უნდა იყოს ჩვენი საპროგრამო დოკუმენტი. ეს ასე არ არის. NDI-მ ახლა რომ კვლევა ჩაატაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ შეიძლება ასევე იყოს უკმაყოფილო ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ჰგონიათ, რომ მაგალითად, არალეგალების, მიგრანტების, მექსიკელების უფლებები არის დარღვეული. შეიძლება უკმაყოფილო ხალხი იქ იპოვოს ამ ორგანიზაციამ, საიდანაც არის ეს ინსტიტუტი მოქმედი. იგივე ევროპულ ქვეყნებში, თქვენ შეიძლება ბრიუსელის ქუჩებში რომ გაიაროთ და კითხოთ არის თუ არა უსაფრთხო მათთვის ბრიუსელში ცხოვრება, შეიძლება გიპასუხონ, რომ არა და საზოგადოებამ შეიძლება დაცულად თავი ვერც შუა პარიზში და ვერც შუა ევროპაში. მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მოხვდა კრიმინალური ინდექსის მიხედვით ექვსეულში და დაცულ და უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. ნუ წარმოსახავთ ახლა სიტუაციას ისე, რომ ქვეყანაში არის უკუნი, ბნელი

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები