კრიმინალი

10 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ShutterStock

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი 10 წლის გოგონას გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ პ.ფ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"საქმეზე ჩატარდა სასამართლოს 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების მხარის 30 მოწმე. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ზესტაფონის რაიონში პ.ფ-მ ძალადობით, ძალადობის გამოყენების მუქარით და უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გააუპატიურა 10 წლის გოგონა, ხოლო შემდეგ მცირეწლოვანთან დაამყარა გაუკუღმართებული სქესობრივი კონტაქტი. სამართალდამცველებმა პ.ფ. 2015 წლის 4 ივნისს გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში დააკავეს. აღსანიშნავია, რომ პ. ფ. წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული და სასამართლოს განაჩენით, მას ჩამორთმეული ჰქონდა ავტოტრანსპორტის საშუალების მართვის უფლება, მიუხედავად ამისა, იგი არ ემორჩილებოდა დაკისრებულ აკრძალვას და ავტომობილს მართავდა" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

კომენტარები