NDI-ს კვლევა

ქუცნაშვილი NDI-ზე: იმდენი პროცენტი დაიწერეთ, რამდენიც გაგიხარდებათ

მე ვიყავი კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის საარჩევნო სამსახურის ხელმძღვანელი 2011-2012 წლებში და როცა ჩვენ შევქმენით საარჩევნო მანქანა, სულ საარჩევნო შტაბის სამი სტრუქტურული ერთეულისგან შედგებოდა : საარჩევნო სამსახური, შეხვედრების სამსახური და ლოჯისტიკის სამსახური. შესაბამისად, მახსოვს 2011 წლიდან სულ იმას გვეუბნებოდნენ - “თქვენ წააგებთ არჩევვნებს”, “ვერ მოიგებთ არჩევნებს”, “ის ამას ამბობს”, “ეს ამას ამბობს”, “აი, ხელისუფლება ამ განწყობაზეა”, “აი, სოციალური ჯგუფები ამას ადგენენ”... ჩვენ შეჩვეული ვართ ამ რეჟიმში ცხოვრებას, ასე რომ ამას ვუყურებთ როგორც პროცესს, რომელსაც იყენებენ ჩვენი ოპონენტები, ჩვენი ამომრჩევლისათვის იმედების გაცრუებაში და  მოტივაციის წართმევაში. ეს იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად ჩვენი ოპონენტების ხელში, რომ - “გამოკითხვის შედეგები ნიშნავს იმას, რომ ხალხს ჩვენ ვუნდივართ და თქვენ არ უნდიხართ”. ჩვენ ამას შეგუებულები ვართ და გარწმუნებთ მეგობრებო, ვისაც პატარა ნდობა გაქვთ ჩემ მიმართ, რომ საარჩევნო კამპანია არის შეჯიბრის პროცესი. შესაბამისად, პროცენტი დაიწერეთ რამდენიც გაგიხარდებათ და ვისაც გაგიხარდებათ. ეს არის საარჩევნო პროცესი, შესაბამისად, შეჯიბრში რა ხერხს, უნარებს, ცოდნას გამოიყენებ - ეს დამოკიდებული იქნება იმ საარჩევნო კამპანიის წარმოების შტაბზე, რომელიც დაგეგმავს და განახორციელებს 2016 წლის არჩევნებს.  კარგი კამპანიის შემთხვევაში შეიძლება ძალიან დიდი შედეგის ჩვენება, ცუდი კამპანიის შემთხვევაში შეიძლება ცუდი შედეგის ჩვენება.  

უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი NDI-ს კვლევის შესახებ.

კომენტარები