თბილისის მერია

თბილისის მერია ქუთაისსა და თელავს გამოცდილებას გაუზიარებს

თბილისის მერია

თბილისის, ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დედაქალაქის მერიის ცნობით, შეთანხმება ერთიანი ელექტრონული სერვისების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ მოაწერეს.

"მემორანდუმის თანახმად, დედაქალაქის მერია ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გამოცდილებას ერთიანი ელექტრონული სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის, ერთიანი გეოსივრცითი მონაცემების ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების მიმართულებით გაუზიარებს", - წერია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომენტარები