რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

რუსეთი შვეიცარიას საქართველოში საკონსულო შტატის გაზრდას სთხოვს

სერგეი ლავროვი
http://www.dailystar.com.lb/

რუსეთი შვეიცარიას საქართველოში საკონსულო შტატის გაფართოებას სთხოვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა შვეიცარიელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლავროვის თქმით, იმატებს რუსეთის ვიზის მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა. მისი განცხადებით, ამის გამო, მოსკოვს სურს, გაიზარდოს საკონსულოს თანამშრომლების რიცხვი. 

"განვიხილეთ საკითხები, დაკავშირებული იმ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციასთან, რომელსაც შვეიცარია ასრულებს. ის წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში, ჩვენთან კი საქართველოს ინტერესებს. მადლობა გადავუხადე შვეიცარიელ კოლეგას ამ მანდატის მუდმივად კეთილსინდისიერად და ეფექტურად შესრულებისთვის, ასევე იმის გამო, რომ ჟენევაა მასპინძელი კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე დისკუსიების. ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა [რუსთავი ორის თარგმანი].

კომენტარები