NDI-ის ანგარიში

NDI: გამოკითხულთა 68%-სთვის მისაღებია, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი - საქართველო გახდეს ნატოს წევრი. კვლევაში მონაწილეთა 19%-სთვის კი, NATO-ს წევრობა მიუღებელია.

NATO-ს ყველაზე მეტად თბილისში გამოკითხულები ემხრობიან (77%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - უმცირესობათა დასახლებები - 44%.

ასევე, გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად საქართველოს უსაფრთხოებას NATO უზრუნველყოფს, 13% - ევროკავშირი, 13% - რუსეთი, 10% - აშშ. 1-1% ფიქრობს, რომ ყველაზე კარგად საქართველოს უსაფრთხოებას აზერბაიჯანი, თურქეთი, ევრაზიული კავშირი უზრუნველყოფს. გამოკითხულთა 32%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. 

კომენტარები