NDI-ის კვლევა

NDI: 72% - ევროპაში უვიზო მიმოსვლა სარგებელს მომიტანს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 72% თვლის, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა მას სარგებელს მოუტანს, 18% კი ასე არ ფიქრობს.

კითხვაზე - მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, დადებითი მაჩვენებელი, 2015 წლის აგვისტოს კვლევასთან შედარებით, 77%-მდეა გაზრდილი. აგვისტოში მისაღები 61%-სთვის იყო. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები