NDI-ის ანგარიში

NDI: 58%-ის აზრით, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი გამოკითხული ფიქრობს, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს. 

2010-2014 წლებში, გამოკითხულთა 18-36% ფიქრობდა, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ატარებდა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაიზარდა, ხოლო 2016 წლის მარტში, უკვე გამოკითხულთა 58% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. 

კომენტარები