NDI-ის ანგარიში

NDI: გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, უარესად ცხოვრობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ის და მისი ოჯახი "უარესად" ცხოვრობს, ხოლო 47% ამბობს, რომ "იმავე მდგომარეობაში".

კითხვაზე, "ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ", გამოკითხულთა 19% პასუხობს, რომ "უკეთესად".

საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. 

კომენტარები