საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: არჩევნების თარიღის გამოცხადება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო

Wictor Dabkowski / Zuma Wire

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი საპარლამენტო პრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდა. ქართული ოცნების, რესპუბლიკელების, კონსერვატორების, მრწეველებისა და ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებთან საუბარი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივებს შეეხო. მათი ნაწილი უკვე წარდგენილია პარლამენტში, ნაწილს  კი მთავრობა უახლოეს მომავალში გადააგზავნის.

„ამ ნაწილში საჭიროა კოორდინაცია. იმის მიუხედავად, რომ კოალიციაში, შესაძლოა, იყოს გარკვეული ცვლილებები და გადაადგილებები იმ კუთხით, რომ საარჩევნო რეჟიმებზე გადაწყვეტილებებს იღებენ პარტიები, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული კოორდინაცია ამ პროცესში საჭირო იქნება და სწორედ ამაზე იყო საუბარი“, - ამბობს კვირიკაშვილი.

პრემიერის თქმით, საარჩევნო თარიღის შესახებ განკარგულების გარშემო იურიდიული და ტექნიკური დეტალების განხილვა კვლავ გრძელდება. კვირიკაშვილი ამბობს, რომ არაფერი განსაკუთრებული  არ ხდება, 8 ოქტომბრის გამოცხადება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და რეალურად როდის გამოქვეყნდება განკარგულება, ამის თაობაზე კონსულტაციები გრძელდება. 

კომენტარები