თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან 17 აპრილის ჩათვლით ღამის 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე გადაიკეტება.
უწყების ცნობით, შეზღუდვა დედაქალაქში მიმდინარე გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება.
"ამ პერიოდის განმავლობაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზით: მარჯვენა სანაპიროზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება ვახუშტის სახელობის ხიდის პანდუსით გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩების გავლით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - წერია განცხადებაში.





