საპარლამენტო არჩევნები

მარგველაშვილი: საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მარგველაშვილის თქმით, კონტრასიგნაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია პრემიერმინისტრს ხვალ გადაეგზავნება.

მარგველაშვილის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.

"2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დანიშნულია 8 ოქტომბერს. ამის თაობაზე კონტრასიგნაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია ხვალ გადაეგზავნება საქართველოს პრემიერმინისტრს. მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს პრემიერმინისტრთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მიმოვიხილეთ რეგიონში არსებლი ვითარება და კოორდინირებული მუშაობა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოსა და რეგიონის სასიკეთოდ. სამთავრობო ცვლილებები ან საკადრო თემები დრევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები