საპარლამენტო არჩევნები

უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნებისთვის საქმიანობა განაახლა

აპრილს დაგეგმილ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე კანონმდებლობის დარღვევების პრევენციისა და რეაგირების მიზნით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მუშაობა განაახლა.

კომისიას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი კახაბერ საკანდელიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი.

კომისია უფლებამოსილია, შეისწავლოს საარჩევნო პროცესის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია, ამასთან, მედიით გავრცელებული ცნობები და საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს რეკომენდაციები საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, რეაგირება მოახდინოს გამოვლენილ ფაქტებზე. ამ მიზნით კომისია პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პირველად საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა. რაც შეეხება გასულ წელს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში კომისია 18 მაისს შეიქმნა და 31 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა.

კომენტარები