ქართული ოცნება

კალაძე ახალ სახეებზე: აქცენტი გაკეთდება სუფთა წარსულსა და პროფესიონალიზმზე

არჩევნებზე ჩვენ ვაპირებთ, ყველა პარტიამ თავისი სახეები წარადგინოს და, შესაბამისად, არჩევნების შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმატში იქნება თანამშრომლობა. აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდება სუფთა წარსულზე... განათლება, პროფესიონალიზმი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, როდესაც ახალი სისხლი, ახალი სახეები მოდის, ნებისმიერ გუნდში, ეს არ არის მხილოდ პარტიული მიმართულებით, ყოველთვის მისასალმებელია. კონკურენცია სადაც არის, იქ რეზულტატი მაქსიმუმია. ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ ამ ადამიანების წარდგენა, ვინც გაწევრიანდა ქართულ ოცნებაში, შესაბამისად, გაიგებთ ამ ადამიანების წარსულს.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე.

კომენტარები