ილია მეორის საკვირაო ქადაგება

პატრიარქი: ჯანდაცვის მინისტრი სახალხო მედიცინას ავითარებს

ჩვენთან ბრძანდებიან სახალხო ექიმები, თქვენ იცით, რომ სახალხო მედიცინა ჩვენთან უძველესი საუკუნეებიდან იყო და არის. განვითარებული იყო კარაბადინი, ხანდახან ამას ეწოდებოდა ხალხური მედიცინა, ხანდახან სატაძრო მედიცინა, ან სამონასტრო მედიცინა. მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა საუბარი ჩვენს ჯანმრთელობის მინისტრთან და ის ყველაფერს აკეთებს, რომ განვითარდეს ეს დარგი საქართველოში. 17 აპრილიდან იქნება ასეთი გამოფენა ტაძრებთან, გამოფენა და გაყიდვაც ხალხური წამლებისა, რა თქმა უნდა ეს წამლები რეგისტრირებულია, შემოწმებულია და მე მინდა რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ ისწავლოს ხალხური მედიცინა

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკეთედრო ტაძარსი ქადაგებისას

კომენტარები