ილია მეორის საკვირაო ქადაგება

ილია II: მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ქონდა

თქვენ იცით, რომ საბერძნეთში არის ხალხის გამოკითხვა, სურთ თუ არა დარჩნენ ევროკავშირში, ევროსაბჭოში. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა, ჩვენი ქართული, ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროპას ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენი მეცნიერება, ჩვენი სულიერება იმდენად ძლიერია, იმდენად მაღლა დგას, რომ ბევრი რამ შეიძლება უცხო ქვეყნებმა ისწავლონ საქართველოსგან.

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე საბერძნეთში მიმდინარე რეფერენდუმზე

კომენტარები