პირადი კადრები

პროკურორის მოადგილე: არცერთი კადრი 2012 წლის შემდგომ არ არის შექმნილი

მამუკა ვასაძე
პროკურატურა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბოლო დროს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საქართველოდან არ აუტვირთავთ. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის ცნობით, გამოძიების თანახმად, კადრები 2012 წლის ოქტომბრამდეა შექმნილი.

"კადრების გატანას რაც შეეხება, როგორც გამოძიებით გვაქვს დადგენილი, არცერთი კადრი 2012 წლის შემდგომ არ არის მოპოვებული და შექმნილი. შესაბამისად, 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში ვინც, სავარაუდოდ, ამ კადრებს ქმნიდა, ნაწილი ძებნილია, ნაწილს დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია და რთულია იმის პროგნოზირება, ვინ რომელ ქვეყანაში, ვის გადასცა და რაში გამოიყენებს", - თქვა ვასაძემ.

კომენტარები