პირადი კადრები

მეჭიაური პირად კადრებზე: ენმ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ტვირთავს მასალებს

ძალიან მოქმედია ყოფილი ხელისუფლება, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ტვირთავს ასეთ მასალებს და ცდილობს, დისკრედიტაცია გაუწიოს ახლანდელ ხელისუფლებას. პოლიტიკოსებს აუცილებელი არაა, მტკიცებულება ჰქონდეთ, პოლიტიკოსებს შეუძლიათ ვარაუდები. [ფარული კადების გავრცელება] არავითარ შემთხვევაში არ არის ხელისუფლების ინტერესებში იმიტომ, რომ თუ რამე ვიდეოები ვრცელდება, რომელიც მე არცერთი არ მინახავს, მაგრამ ძირითადად, რასაც მისი თვითმხილველები საუბრობენ, უფრო ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების პირად ცხოვრებას ეხება და არა ნაციონალური მოძრაობის. თავის დროზე, როცა სამალავებში აღმოჩნდა ეს ყველაფერი, წვდომა ჰქონდა ხელისუფლებას რაღაცა დოზით, ვიდრე გაანადგურებდა. მას შეეძლო უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე განერიდებინა თანამდებობიდან ისეთი პირები, რომლებზეც შეიძლება ყოფილიყო სერიოზული მაკომპრომეტირებელი მასალა ან, ყოველ შემთხვევაში, რამდენჯერმე გადამტკიცდა მთავრობა და შეეძლო საერთოდ აღარ წარედგინა ასეთი თანამდებობის პირები. ასე რომ, მათი მხრიდან ახლა გამოყენება ასეთი კომპრომატების უბრალოდ აბსურდულია. რაში სჭირდებოდათ? ან თუ სჭირდებოდათ, ადრევე გამოიყენებდნენ, თანაც უხმაუროდ, ისევე, როგორც ნაციონალები იყენებდნენ

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.

კომენტარები