კოალიცია ქართული ოცნება

კობახიძე რესპუბლიკელებზე: ჩემთან არავის არაფერზე უვაჭრია

ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე გამორიცხავს რესპუბლიკურ პარტიასთან „ვაჭრობას" საარჩევნო სიასა და საპარლამენტო კვოტებთან დაკავშირებით.

„ჩემთან არავის არაფერზე უვაჭრია და ნამდვილად არ არის ეს სწორი. პარტიას უფლება აქვს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, იქნება კოალიციაში, თუ არა. რა ფორმატით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას - ეს არის პარტიის სუერენული უფლება და დაუტოვოთ ეს უფლება მათ. რა განცხადებას გააკეთებენ, ამაზე არ შემიძლია, წინასწარ კომენტარი გავაკეთო." - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ რესპუბლიკურ პარტიაზე საუბრისას განაცხადა, რომ "ეს პოლიტიკური ვაჭრობის თემაა" და "ლაპარაკი არის კვოტებზე".

კომენტარები