პირადი კადრები

მეჭიაური კადრების საქმის გამოძიებაზე: კენედის მკვლელობიდან 50 წელზე მეტი გავიდა

ტაბულა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ფარული კადრების გავრცელების გამოუძიებლობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "კენედის მკვლელობიდან 50 წელზე მეტი გავიდა". კითხვაზე, "ერთი და იგივეა, კენედის მკვლელობა და ფარული კადრების გავრცელება?", დეპუტატი პასუხობს, რომ "ერთი და იგივე არ არის, ის გაცილებით მძიმე დანაშაულია და ჩართულია გაცილებით დიდი რესურსი. [50 წელს] არ უნდა ველოდოთ, მაგრამ რაც გაკეთდა მოკლე ხანში, დაკავებულია რამდენიმე პიროვნება, მიმდინარეობს საგამოძიებო საქმიანობა და ახლა პირდაპირ დადანაშაულება ვინმესი, რომ ვინმე შეგნებულად აფერხებს ამ პროცესს, არის აბსურდი".

რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

კომენტარები